Accentnews.ge
კამალა ჰარისი: აბსოლუტურად არ გვაქვს განზრახვა, ისრაელში ან ღაზაში ჯარები გავგზავნოთ

კამალა ჰარისი: აბსოლუტურად არ გვაქვს განზრახვა, ისრაელში ან ღაზაში ჯარები გავგზავნოთ

30/10/2023 06:00:57 მსოფლიო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის განცხადებით, ვაშინგტონს განზრახული არ აქვს, გაგზავნოს ამერიკული სამხედრო ჯარები ისრაელში ან ღაზაში.

”ჩვენ აბსოლუტურად არ გვაქვს განზრახვა, ან რაიმე გეგმები ისრაელში ან ღაზაში საბრძოლო ჯარები გავგზავნოთ, წერტილი”, - აღნიშნა ჰარისმა CBS-თან ინტერვიუში.

მან ხაზი გაუსვა, რომ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს „ჰამასისა“ და პალესტინელების გაიგივება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S