Accentnews.ge
თბილისში “ოცნების” აქცია მიმდინარეობს (LIVE)

თბილისში “ოცნების” აქცია მიმდინარეობს (LIVE)

14/12/2019 12:52:45 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ აქციის ორგანიზატორი "ოცნების" ახალგაზრული ფრთაა, შეკრების ოფიციალურ მიზეზად კი საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომას ასახელებს.

სახელისუფლებო აქციაზე დასასწრებად სხვადასხვა რეგიონიდან ადამიანები დილიდან გამოამგზავრეს. მათ ტრანსპორტირებას "ქართული ოცნება" უზრუნველყოფს.

გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველიმა განაცხადეს, რომ მმართველი პარტია ამ ღონისძიებისთვის რეგიონებიდან საჯარო უწყებებში დასაქმებული ადამიანების ჩამოყვანას გეგმავდა. მათივე თქმით,  ღონისძიებაზე დასწრების მიზნით საჯარო უწყებებში დასაქმებულ პირებზე სავარაუდო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა ხორციელდება.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S