Accentnews.ge
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება იყო

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება იყო

30/10/2023 14:42:13 რეგიონები

ოზურგეთის საკრებულოში უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის დაპირისპირება იყო. ვითარება ჯერ კიდევ სხდომის დაწყებამდე დაიძაბა და გაგრძელდა სხდომაზე.

ხმაური დეპუტატებს შორის მუზეუმიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული თანამშრომლის საკითხს მოჰყვა. "ქართული ოცნების" დეპუტატების გაღიზიანება "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დავით მჟავანაძის განცხადებას მოჰყვა, რომელიც დაინტერესდა, რა მიზეზით გაუშვეს სოფელ ლიხაურში არსებული ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმის თანამშრომელი მაია გოგორიკიძე სამსახურიდან. მისი განცხადებით, ეს იყო პოლიტიკური განცხადება და მაია გოგორიკიძეს ხელისუფლებამ არ აპატია განსხვავებული შეხედულებები.

ამას მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება. მმართველი გუნდის დეპუტატები ამტკიცებდნენ, რომ მაია გოგორიკიძე კანონის სრული დაცვით გაათავისუფლეს სამსახურიდან და ურჩიეს, რომ მას შეუძლია სამართლებრივი დავა დაიწყოს საკითხის ირგვლივ.

"მოინდომეს ბრიფინგის ჩატარება საკრებულოს დარბაზში, რისი შესაძლებლობაც საკრებულოს წევრებმა, თავმჯდომარემ არ მისცეს. ვინც გათავისუფლდა, კანონის სრული დაცვით გათავისუფლდა, განემარტათ მიზეზები და ყველაფერი იყო ღია, გამჭვირვალე. ვერავინ იტყვის, რომ ეს იყო დამალული პროცესი", - განაცხადა ოზურგეთის მერის მოადგილემ გიორგი ღურდუმელიძემ.

დღევანდელ საკრებულოს სხდომას ესწრებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძეც. მისი თქმით, "ქართული ოცნების" დეპუტატებს "შეეშინდათ მისი სხდომათა დარბაზში დანახვა":

"მაია გოგორიკიძე, ჩვენი მოქალაქე, რომელიც განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო გაათავისუფლეს, ამ კითხვაზე, თუ რატომ შვრება ამას ქართული ოცნება, რატომ ტოვებს ასე საგანგებოდ სხდომათა დარბაზს, მივიღეთ პასუხი, რომ ეს კითხვა დაუსვით სოფო ჯაფარიძესო. მათ იმდენად შეეშინდათ ჩემი სხდომათა დარბაზში დანახვა, რომ ხედავთ რაც ხდება. ისრები გადმოიტანეს ჩემკენ", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

თავად სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თათია ნიკოლაშვილი დაინტერესდა, იმ პირობებში, როდესაც რეგიონში უამრავი პრობლემაა, მათ შორის, სტიქიის შედეგად დაზარალებული ადამიანები ამ დრომდე ელოდებიან ხელისუფლების დახმარებას, რატომ იყო "გუშინ მთელი სახელმწიფო რესურსი მობილიზებული გრიგოლეთი-შეკვეთილის დამაკავშირებელ გზაზე ბიძინა ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირების პროცესში?":

"როგორც არ გრცხვენიათ, როდესაც საუბრობთ იდეალურ გარემოზე და ამ დროს, თქვენი ეკო-მანიაკი ოლიგარქი, იყენებს სახელმწიფო რესურსს და დაატარებს ხეებს? გუშინ, 7 სოფელში ადამიანებს ელექტროენერგია არ ჰქონდათ, ადამიანებს ინტერნეტი გაუთიშეს, ხეები გაჩეხა თქვენმა მანიაკმა ოლიგარქმა და ამ დროს, მთელ სახელმწიფო რესურსს როცა იყენებთ, თქვენ არ გაქვთ არაფერზე რეაქცია".

მმართველი გუნდის წევრები ამგვარმა პოზიციონირებამ გააღიზიანა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S