Accentnews.ge
მედია: ჩრდილოეთ კავკასიის ორმა რესპუბლიკამ უარი თქვა კადიროვის ვაჟის დაჯილდოებაზე

მედია: ჩრდილოეთ კავკასიის ორმა რესპუბლიკამ უარი თქვა კადიროვის ვაჟის დაჯილდოებაზე

30/10/2023 16:16:41 კავკასია

ჩრდილოეთ კავკასიის ორმა რესპუბლიკამ - ადიღემ და ყაბარდო-ბალყარეთმა - უარი თქვეს ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის ვაჟის – ადამის დაჯილდოებაზე. ამის შესახებ გამოცემა „ვიორსტკა“ ამ რეგიონების ხელისუფლებებთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

წყაროების ცნობით, ჩეჩნეთის ხელმძღვანელობამ მიმართა ამ და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკების ადმინისტრაციებს კადიროვის მოზარდი ვაჟის „მხარდაჭერის“ მოთხოვნით.

გამოცემის წყაროების მიხედვით, უკიდურეს შემთხვევაში, ადიღეის ხელმძღვანელს მურატ კუმპილოვს ურჩევნია „ჩამოშორდეს“ ჩეჩნეთთან ძალიან მჭიდრო კავშირს, კერძოდ, ადამ კადიროვის მიერ იზოლატორში დაუცველი პატიმრის ნიკიტა ჟურაველის ცემის ამბავს, რომელიც დააკავეს ყურანის დაწვისთვის.

ისინი ამტკიცებენ, რომ კადიროვის მხარდაჭერა შეიძლება, „ორაზროვნად შეფასდეს“ ფედერალურ ცენტრში, რომელსაც არ გაუკეთებია მკაფიო შეფასება მომხდარის შესახებ.

25 სექტემბერს კადიროვის ტელეგრამ–არხზე გამოჩნდა "პოსტი" ვიდეოს თანხლებით, რომელზეც ჩანს, როგორ სცემს მისი შვილი ადამი დაუცველ პატიმარს – ნიკიტა ჟურაველს, რომელიც დააკავეს ვოლგოგრადში ყურანის დაწვისთვის. საქმე გამოძიებისთვის კანონსაწინააღმდეგოდ გადავიდა ჩეჩნეთში, თავად დაკავებული გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. სწორედ იქ განხორციელდა მასზე ძალადობა.

ოქტომბრის დასაწყისში რამზან კადიროვმა საკუთარი მოზარდი ვაჟი ჩეჩნეთის უმაღლესი წოდებით, „ჩეჩნეთის გმირი“ დააჯილდოვა. მოგვიანებით, კადიროვ–უმცროსი დაჯილდოვდა თათარსტანის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ორდენით "დუშლიკი" - "ეთნიკურ და რელიგიათა შორის მშვიდობისა და ჰარმონიის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის", ასევე ყარაჩაი-ჩერქეზეთის უმაღლესი ორდენი "რესპუბლიკის მსახურებისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S