მედია: კრემლში, მთავრობაში დაბნეულები არიან ამხელა "ჩავარდნით", ეს საგანგებო ვითარებაა!

30-10-2023 22:16:13 მსოფლიო ,ეს საინტერესოა

კრემლმა, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებმა და სამართალდამცავმა უწყებებმა იცოდნენ, რომ დაღესტანში ვითარება იძაბებოდა და ანტისემიტური განწყობები ჩნდებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მახაჩკალას აეროპორტში მომხდარი ბუნტი მოულოდნელი იყო,– იუწყება The Moscow Times კრემლის და მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

ჩრდილოეთ კავკასიაში "ჰამასის" მხარდამჭერი საპროტესტო გამოსვლები, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ისლამს აღიარებს და სიღარიბის დონე მრავალჯერ აღემატება რუსეთის საშუალო მაჩვენებელს, დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების შემდეგ. „ვითარება ყოველ კვირა მწვავდებოდა. ჩვენს ქვეყანაში ყველამ იცოდა ამის შესახებ - კრემლში, FSB-ში და შინაგან საქმეთა სამინისტროში“, - განუცხადა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა The Moscow Times-ს.

თუმცა, როდესაც კვირას ათასზე მეტი ადამიანი შეიჭრა მახაჩკალას აეროპორტის გასასვლელში და კინაღამ დახოცა თელ-ავივიდან ჩამოსული რეისის მგზავრები, რუსი მაღალჩინოსნები გაოგნებულები იყვნენ და გაიხსენეს "ვაგნერის" ივნისის ბუნტი.

„ჩემს ირგვლივ თითქმის ყველა დაბნეულია. ეს პრიგოჟინის აჯანყების გამეორებაა“, - განუცხადა მინისტრთა კაბინეტში The Moscow Times-ს.

The Moscow Times-ის კიდევ ერთმა წყარომ, კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც ადრე მუშაობდა სამართალდამცავ უწყებებში, ინციდენტს უწოდა "ეროვნული მასშტაბის საგანგებო მოვლენა". „ეს ყველას ჩავარდნაა - კრემლის შიდა პოლიტიკის კურატორების, დაზვერვის სამსახურების და ადგილობრივი ხელისუფლების“, - თქვა მან.

წყაროს ცნობით, შესაძლოა, სადაზვერვო სამსახურებს სცოდნოდათ საფრთხის შესახებ, მაგრამ ეშინოდათ ამის შესახებ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის ეცნობებინათ: „ყველას ეშინია, იყოს ალარმისტი და წინასწარ გააფრთხილოს პრეზიდენტი პრობლემების შესახებ“.

კრემლს საჯაროდ არ გაუკეთებია კომენტარი მთელი კვირა დღის განმავლობაში და მხოლოდ ორშაბათს პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ინციდენტში გარე ძალებს ადანაშაულებს, რომლებიც, თითქოს „რუსული საზოგადოების გახლეჩვას ცდილობდნენ“.

ხელისუფლების სისულელეების მთავარი მიზეზი ის არის, რომ ყველა ელოდება ერთი ადამიანის - პუტინის რეაქციას,– ამბობს პოლიტოლოგი ტატიანა სტანოვაია და განაგრძობს, შედეგად, კრიტიკულ სიტუაციაში პასუხისმგებლობის აღებისთვის ხალხი მზად არ არის:

„რეგიონული ხელისუფლება მოსკოვს უყურებს, მოსკოვი – გეოპოლიტიკურ სივრცეს უყურებს. და უბრალოდ არავის არაფერი სჭირდება.”

"თუმცა, თავად პუტინმაც ცეცხლს ნავთი დაასხა, რადგან პროპალესტინური პოზიცია გამოხატა - ყოველ შემთხვევაში, ას ფიქრობენ რუსეთში ებრაული დიასპორაში,– აღნიშნავს რუსი სოციოლოგი ალექსეი ლევინსონი "ლევადა ცენტრიდან".

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კავკასია პირადად პუტინისთვის სიმბოლური რეგიონია. 2000 წელს, პირველი საარჩევნო კამპანიის დროს, მან ის თავის მთავარ „კოზირად“ აქცია და ტერორიზმის დასრულებას დაჰპირდა. წლების შემდეგ, ფედერალური ბიუჯეტიდან ტრილიონ დოლარის ინექციების და ძალაუფლების მკაცრი კონტროლის შემოღების შემდეგ, ჩრდილოეთ კავკასია გახდა რუსეთის ფედერაციის ყველაზე დიდი „საარჩევნო ყუთი“, სადაც პუტინი და "ერთიანი რუსეთი" ყველა არჩევნებზე აბსოლუტურ უპირატესობას ინარჩუნებენ. სწორედ დაღესტანი აირჩია კრემლმა პუტინის პიარ–მოგზაურობისთვის ივნისის ბოლოს "ვაგნერის" ჯანყის შემდეგ. ასობით ქალი და ბავშვი სკანდირებდა „პუტინს“, გადაიღეს ფოტოები, ხოლო სახელმწიფო ტელევიზიები საუბრობდნენ პრეზიდენტის დიდ მხარდაჭერაზე. მხოლოდ ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ. თუმცა ეს არავის აკვირვებს იმ ფონზე, როდესა რუსული სახელმწიფო მედიები ინტენსიურად თესავენ სიძულვის.

ასე ფიქრობენ ნატოშიც. ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ხელმძღვანელი იანის სარტსი ფიქრობს, რომ ეს „რუსული საზოგადოების რადიკალიზაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა“.

„რუსული მედია სიძულვილს თესავს უკრაინელების, დასავლეთის, ახლა კი ისრაელის მიმართ. რუსეთში დაძაბულობა იზრდება და დაღესტანი ერთ-ერთი ადგილია, საიდანაც უკრაინაში ბევრი დაიღუპა“, - თქვა სარტსმა და დასძინა, რომ „მახაჩკალაში განვითარებული მოვლენები განსაკუთრებით მოულოდნელი არ იყო“.

მისი აზრით, ამგვარი გამოვლინებები „კრემლისთვის მომგებიანი არ არის“, შესაბამისად, ადგილი ექნება მათ ჩახშობის მცდელობებს და ამისთვის „ერთადერთი გზა, რაც მათ (რუსეთის ფედერაციის ლიდერებმა) იციან, ძალის გამოყენებაა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები