Accentnews.ge
ნინო თანდილაშვილმა გაეროს ჰაერის კონვენციის 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ნინო თანდილაშვილმა გაეროს ჰაერის კონვენციის 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

15/12/2019 10:21:08 სხვა, საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ქალაქ ჟენევაში გამართულ შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ კონვენციის (ჰაერის კონვენცია) 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღ მონაწილეობა.

როგორც „აქცენტს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ნინო თანდილაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე და გაუმჯობესების კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების და სხვადასხვა მიმართულებით, გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჰაერდაცვითი საკითხების გათვალისწინების აუცილებლობაზე.

ნინო თანდილაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ჰაერის კონვენციის საქმიანობის და ზოგადად, ჰაერის დაბინძურების საკითხის შესახებ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ცნობადობის ამაღლების მნიშვნელობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S