Accentnews.ge
ევროკავშირმა სომხეთს დამატებითი რესურსი გამოუყო

ევროკავშირმა სომხეთს დამატებითი რესურსი გამოუყო

31/10/2023 14:10:29 კავკასია

ევროკომისიამ სომხეთს დამატებითი 1,7 მილიონი ევრო გამოუყო მთიანი ყარაბაღიდან დევნილი მოახლეობის დასახმარებლად. განაცხადა ევროკომისარმა კრიზისებზე რეაგირების საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა.

სომხეთმა აღნიშნული რესურსი უნდა გამოიყენოს მთიანი ყარაბაღიდან დევნილი დაახლოებით 100 ათასი ეთნიკური სომეხის ახალ ლოკაციაზე დასახლებისთვის. თანხები განკუთვნილია სოციალური გადასახადებისთვის, საცხოვრებლის, კვებისა და ჯანდაცვითი მომსახურებისთვის.

ყარაბაღიდან ლტოლვილების მისაღებად ევროკავშირის მიერ სომხეთისთვის გაწეული დახმარების მთლიანმა მოცულობამ 12 მილიონ ევროზე მეტი შეადგინა.

ევროკომისიამ აღნიშნა, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად ყარაბაღიდან დევნილები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან, რადგან ადამიანები ხშირად სახლებს ტოვებდნენ მინიმალური ნივთების გარეშეც კი.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში დაწყებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ 100 ათასზე მეტმა სომეხმა (რეგიონის თითქმის მთელმა მოსახლეობამ) დატოვა მთიანი ყარაბაღი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S