Accentnews.ge
მარნეულში პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

მარნეულში პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

31/10/2023 14:36:22 პოლიტიკა

მარნეულში 100-მდე ადამიანმა მსვლელობა მოაწყო პალესტინის მხარდამჭერად, – იუწყება "Radio Marneuli".

გამოცემის ცნობით, პალესტინის მხარდამჭერი აქცია მარნეულში „აზერბაიჯანის სახლის“ მიმდებარე პარკში დაიწყო. აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ იმამ ალის მეჩეთის (წითელი მეჩეთის) ახუნდი ჰაჯი ჰაჯიევი და კავკასიის მუსლიმანთა სამმართველოს წარმომადგენელი საქართველოში ალი ალიევი.

„ძვირფასო მორწმუნე ძმებო და დებო აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ დაახლოებით 7 ოქტომბრიდან დაწყებული, საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციების მიუხედავად დანაშაულებრივი ქმედებების ჩამდენი, სიონისტი ისრაელის რეჟიმზე ხმა ამოვიღოთ. დაჩაგრული პალესტინის მოსახლეობის წინააღმდეგ, ადამიანობის წინააღმდეგ დაწყებული წამების გამო ხმის ამოსაღებად ვართ აქ, ამ აქციაზე", – განაცხადა, "Radio Marneuli"–ს ცნობით, იმამ ალის მეჩეთის (წითელი მეჩეთის) ახუნდმა ჰაჯი ჰაჯიევმა

გამოცემის ინფორმაციით, "კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელმა საქართველოში ალი ალიევმა გააკრიტიკა ისრაელი, აშშ, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ნატო–ს წევრი ქვეყნები და ევროკავშირი და მათ „ტერორისტული სახელმწიფოები“ უწოდა, ალიევმა ასევე გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი".

ოფიციალური თბილისი მხარდაჭერას უცხადებს ისრაელს.

ცნობისთვის: პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის არმია 7 ოქტომბრიდან უტევს დაჯგუფების მიერ კონტროლირებულ ღაზას სექტორს.

პარალელურად, „ჰამასის“ ძალები განაგრძობენ სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის დაბომბვას რაკეტებით. ისრაელის თავდაცვის ძალები საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ სამხედრო ობიექტებზე ღაზას სექტორში. გარდა ამისა, ისრაელი ბომბავს ლიბანის სასაზღვრო რაიონებს, საიდანაც მანამდე ისრაელის ტერიტორიას რაკეტები ესროლეს. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ აიღო.

27 ოქტომბერს ისრაელის არმიამ გაავრცელა ფოტოები სატანკო კოლონებისა, რომლებიც ნელა გადაადგილდებოდნენ ღაზას ღია სივრცეებში და განაცხადა, რომ საბრძოლო თვითმფრინავებმა "ჰამასის" ათობით გვირაბი და მიწისქვეშა ბუნკერი დაბომბეს. სამხედრო ოპერაციის ეს ეტაპი 27 ოქტომბერიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ღაზას ჩრდილოეთიდან სამხრეთით 1,4 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაინაცვლა. მათი დაახლოებით ნახევარი გაეროს სკოლებში და თავშესაფრებში იმყოფება. ჰუმანიტარული სააგენტოების თანამშრომელთა თქმით, დახმარება, რომლის ეგვიპტიდან შეტანის ნებართვაც ისრაელმა გასცა, ძალიან მცირე ნაწილია იმისა, რისი მწვავე საჭიროებაცაა ღაზაში შექმნილი.

ისრაელის არმიისა და ჯანდაცვის სამინისტროს 31 ოქტომბრის მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულია 1400 ადამიანი. დაჭრილია რაოდენობა 4 000–ზე მეტი პირი. ისრაელში დაღუპულთა შორის არიან ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების მოქალაქეები. ისრაელის არმიის ცნობით, "ჰამასს" 200–ზე მეტი ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს 31 ოქტომბრის მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 7 ოქტომბრიდან დღემდე დაღუპულია 8 306 და დაჭრილია 17 500–ზე მეტი ადამიანი.

2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზას სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. სხვადასხვა მედიაში 15 ოქტომბერს გავრცელებული ცნობით, ღაზას სექტორს წყლის მიწოდება აღუდგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S