Accentnews.ge
თურქეთმა შესაძლოა, აშშ–ში "ინდიელების გენოციდის შესახებ" რეზოლუცია მიიღოს

თურქეთმა შესაძლოა, აშშ–ში "ინდიელების გენოციდის შესახებ" რეზოლუცია მიიღოს

16/12/2019 06:10:22 სხვა, მსოფლიო

თურქეთმა შესაძლოა, აშშ–ში "ინდიელების გენოციდის შესახებ" რეზოლუცია მიიღოს. 

"თურქეთის პარლამენტს შეუძლია, მიიღოს კანონი ამერიკის კოლონიზაციის დროს განხორციელებული ინდიელების გენოციდის შესახებ", – განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისივე თქმით, მსგავსი ნაბიჯი საპასუხო ზომა იქნებოდა აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაზე, რომელიც "ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915 წელს ეთნიკურად სომეხი პირების მასობრივ ხოცვას, გენოციდად აღიარებს".

მანამდე, ერდოღანი ვაშინგტონს ინჯირლიკსა და ქიურეჯიკში ​ამერიკული სამხედრო ბაზების დახურვით დაემუქრა. 

"თუ საჭირო გახდება ამ ნაბიჯის გადადგმა, ჩვენ ამის უფლება გვაქვს", – განაცხადა ერდოღანმა. 

ინჯირლიქის ავიაბაზაზე ამერიკული ატომური ბომბებია განლაგებული.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S