Accentnews.ge
ტრამპმა ავღანეთში აშშ-ის სამხედროთა რაოდენობა შესაძლოა, 4000 ჯარისკაცით შეამციროს

ტრამპმა ავღანეთში აშშ-ის სამხედროთა რაოდენობა შესაძლოა, 4000 ჯარისკაცით შეამციროს

16/12/2019 06:45:49 სხვა, მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთში აშშ-ის სამხედროთა რაოდენობის შემცირებას გეგმავს და ამის შესახებ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს, – იუწყება CNN პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

„პრეზიდენტს სურს, ავღანეთში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 4000–ით შემცირდეს. ამის შესახებ განცხადება მან შესაძლოა, მიმდინარე კვირაში გააკეთოს“, – იუწყება CNN.

ცნობისთვის: სადღეისოდ აშშ–ის ავღანეთში დაახლოებით 13 000 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აგვისტოში ტრამპი აცხადებდა, რომ ხსენებული კონტინგენტის 8,600-მდე შემცირება სურდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S