Accentnews.ge
"მე არ მინახავს მოსახლეობის უნდობლობა, ჩემთვის საზომი ესაა და არა ხუთკაციანი გამოსვლები"

"მე არ მინახავს მოსახლეობის უნდობლობა, ჩემთვის საზომი ესაა და არა ხუთკაციანი გამოსვლები"

16/12/2019 06:55:29 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით,  მას მოსახლეობისგან უნდობლობა არ უნახავს.

"მე არ მინახავს საკუთარი მოსახლეობის უნდობლობა. მე დავდივარ ქუჩაში, დავდივარ რეგიონებში, ვხვდები ხალხს დიდი დოზით და დიდი დოზით სიყვარულით. ჩემთვის საზომი, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა თავის პრეზიდენტს, ეს არის და არა ხუთკაციანი გამოსვლები. სადაც საჭიროა სალობიეშიც ვივლი და სხვა თავშეყრის ადგილებშიც ძალიან თავისუფლად. ფეხით სიარულს გავაგრძელებ და ვიქნები ჩემ ხალხთან ერთად, სადაც საჭიროა და როგორც საჭიროა", - განცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის: დღეს სასტუმრო „ბილტმორთან“, სადაც საქართველო პრეზიდენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციას ესწრებოდა, მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.  აქციის მონაწილეთა თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ერთი წლის განმავლობაში ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებითა და ქმედებებით არის დაკავებული.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S