Accentnews.ge
პრეზიდენტი - საარჩევნო სისტემაზე: "არ მაქვს უფლება, ჩემი მოსაზრება მოვახვიო თავს საზოგადოებას ან პარტიებს"

პრეზიდენტი - საარჩევნო სისტემაზე: "არ მაქვს უფლება, ჩემი მოსაზრება მოვახვიო თავს საზოგადოებას ან პარტიებს"

16/12/2019 07:15:40 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას არ აქვს უფლება, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პირადი მოსაზრება მოახვიოს თავს საზოგადოებას ან პოლიტიკურ პარტიებს.

„რომელ საარჩევნო მოდელსაც ვემხრობი, არაერთხელ მაქვს ნათქვამი. მაგრამ მე, როგორც პრეზიდენტს, უფლება არ მაქვს, ჩემი პირადი მოსაზრება მოვახვიო თავს საზოგადოებას ან პოლიტიკურ პარტიებს, რადგან ვარ ქვეყნის პირველი პირი და პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის. მე ამ საკითხზე პოლიტიკურ პარტიებს უნდა დავუთმო თავიანთი მოსაზრებები, მაგრამ შემიძლია, ერთი რამ ვთქვა, მე ვისურვებდი, ამ საკითხზე დაპირისპირების მაგივრად, მოინახოს რაიმე გამოსავლი, რადგან ეს საჭიროა ქვეყნის სტაბილურიბისთვის და მშვიდობიანი განვითარებისთვის. მე ამის მომხრე ვარ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S