
მოზარდმა დაბადების დღეზე შეგროვებული თანხით ძაღლთა თავშესაფარს საკვები აჩუქა
16/12/2019 07:51:07 სხვა, საზოგადოება
მოზარდმა, სანდრო ივანაშვილმა დაბადების დღეზე შეგროვებული თანხით ძაღლებს 3 ტომარა მშრალი საკვები უყიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თამაზ ელიზბარაშვილის კუთვნილი ძაღლების თავშესაფარის გვერდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“სანდროს გუშინ დაბადების დღე ჰქონდა. ფულს აგროვებდა თავისთვის საჩუქარი უნდა ეყიდა. იყიდა კიდეც. თავისი საჩუქრისთვის შეგროვილი ფულით 3 დიდი ტომარა მშრალი კვება აჩუქა თავშესაფარს. ხომ მართლაც ძალიან კეთილი ბავშვია სანდრო", – ნათქვამია თავშესაფარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, განცხადებაში, აღნიშნულია, რომ თავშესაფარს ფინანსური პრობლემები აქვს და დახმარების მსურველებს შესაბამის ინფორმაციას აწვდის: