Accentnews.ge
იუსტიციის მინისტრი გაქცეულ პატიმრებს "გონს მოგებისკენ" მოუწოდებს

იუსტიციის მინისტრი გაქცეულ პატიმრებს "გონს მოგებისკენ" მოუწოდებს

01/11/2023 14:28:54 საზოგადოება

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ სამი პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს შსს–სთან თანამშრომლობით.

ის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა გაქცეულებს მოუწოდებს, "გონს დროულად მოეგონ" და ამგვარად შეიმსუბუქონ გაქცევით დამძიმებული მდგომარეობა.

"გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან, როდესაც ისინი იქ იყვნენ მიყვანილი. მეტს ამ ეტაპზე ვერ გაგიზიარებთ. მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. ვისარგებლებ ეთერების საშუალებით და მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცავებს და იქნებ, ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს", - განაცხადა მან.

მინისტრი ამბობს, რომ თუ გამოიკვეთება, მათ შორის, მისი უწყების თანამშრომლების პასუხისმგებლობა, მოუწევთ პასუხისგება.

"მოვუწოდებ მათი ოჯახის წევრებს, ასევე, იმ პირებსაც, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ მათთან კავშირი, რომ ნებისმიერი სახის ხელშეწყობა არის მძიმე დანაშაული ამ ადამიანებისთვის და შესაბამისად, ის პირი, თუკი ვინმე შეუწყობს ხელს ამ ადამიანებს მიმალვაში, რა თქმა უნდა, იქნება კანონის სრული სიმკაცრით დასჯილი“,– თქვა მინისტრმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, "ავერსის" ერთ-ერთი კლინიკიდან გამოკვლევაზე გადაყვანილი სამი პატიმარი გაიქცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S