
საგანგებო: ლუგელას ხეობაში ხანძრის ჩაქრობაში 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და ორი ვერტმფრენია ჩართული
01/11/2023 17:14:19 რეგიონები
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე მდებარე ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ.
უწყებისვე ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში, სპეციალური აღჭურვილობით 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული.
"რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს", - ვკითხულობთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.