Accentnews.ge
თბილისის საკრებულოსთან ვითარება დაიძაბა

თბილისის საკრებულოსთან ვითარება დაიძაბა

16/12/2019 08:22:51 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

თბილისის საკრებულოსთან „სამოქალაქო მოძრაობა” და მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის მიერ თანამდებობის დატოვებას, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო მოითხოვენ.

„სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენელი ალეკო ელისაშვილი თბილისის საკრებულოში შესვლას ითხოვს. თუმცა ამის საშუელბას მას სამართალდამცველები არ აძლევენ, რასაც შეხლა–შემოხლა მოჰყვა. ელისაშვილის თქმით, მას სურს, პირადად შეხვდეს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს, რათა გაარკვიოს, როდის აპირებს, დაატოვებინოს ერეკლე კუხიანიძეს თანამდებობა.

აქციაზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე, რომელიც აცხადებს, იგი საკრებულოდან გამოაძევეს.

მისი თქმიტ, საკრებულოს შენობაში რამდენიმე ადამიანის შეყვანის სურვილი ჰქონდა, თუმცა, ამის საშუალება არ მისცეს. მან სამართალდამცავებს რამდენჯერმე მიმართა, რომ მისთვის ხელი გაეშვათ და არ შეხებოდნენ:

"საკრებულოდან გამოგვაძევეს დეპუტატები. ჩვენ გვაქვს კანონიერი, სრული უფლება, ვიმყოფებოდეთ საკრებულოს შენობაში, მათ შორის, გვაქვს უფლება, რომ მოქალქეები შევიყვანოთ ამ შენობაში. შევედით, გქვონდა სურვილი, რომ შეგვეყვანა რამდენიმე ადამიანი, თუმცა ძალადობით გამოგვაგდეს საკრებულოდან".

მას შემდეგ, რაც ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" წევრები სოციალური ქსელის მეშვეობით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას შეუდგნენ.  მაგალითად, თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ერეკლე კუხიანიძე "ფეისბუქში" ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის ოჯახს აგინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S