Accentnews.ge
საკრებულომ კუხიანიძის საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად დრო ხვალამდე ითხოვა

საკრებულომ კუხიანიძის საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად დრო ხვალამდე ითხოვა

16/12/2019 09:05:14 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საკრებულომ დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად დრო ხვალამდე ითხოვა. ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენელმა ალეკო ელისაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  

მისი თქმით, გიორგი ტყემალაძემ და მას დრო ხვალამდე სთხოვა. 

"თუ ხვალ არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ერეკლე კუხიანიძემ საკრებულო დატოვოს, ჩვენ ისევ მოვალთ აქ და გავმართავთ აქცია", – განაცხადა ელისაშვილმა. 

მას შემდეგ, რაც ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" წევრები სოციალური ქსელის მეშვეობით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას შეუდგნენ.  მაგალითად, თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ერეკლე კუხიანიძე "ფეისბუქში" ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის ოჯახს აგინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S