Accentnews.ge
"საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი ჰაერივით სჭირდება"

"საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი ჰაერივით სჭირდება"

16/12/2019 09:12:34 ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი ჰაერივით სჭირდება. 

თურნავას თქმით, თუკი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს პორტის დაფინანსების გარანტიებს, სამთავრობო გუნდი პროექტის განხორციელების სხვა შესაძლებლობებზე იმსჯელებს:

„არ მინდა, მოვლენებს გავასწრო. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი ინვესტორის გარკვეული დედლაინების ამოწურვამდე, მაინც არ მინდა, ნაადრევად ვისაუბრო. დავაცადოთ, ფორმალური დედლაინი დადგეს და შემდეგ, რა თქმა უნდა, სამთავრობო გუნდი შევიკრიბებით და ვნახავთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ყოვლად აუცილებელი პროექტი ბოლოს და ბოლოს განხორციელდეს. ეს პროექტი დაგვიანდა. ინვესტორის მოთხოვნით, 2017 წლიდან ხდება გადავადება. პირვანდელი ვადით, მომავალ წელს უკვე პირველი ეტაპი უნდა ყოფილიყო მწყობრში და ღრმაწყლოვანი პორტი გვექნებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა“

მინისტრის განცხადებით, საქართველოს პორტებში დღეს ტვირთბრუნვა უკვე რეკორდულად გაზრდილია:

„რა თქმა უნდა, ძალიან წაგვეშველებოდა ​ანაკლიის დროულად აშენება“.

დღეს იწურება შუალედური ვადა, როდესაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ბანკებთან ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულებები უნდა წარმოადგინოს. 31 დეკემბერი კი საბოლოო ვადა, როდესაც კონსორციუმმა უნდა მოიზიდოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები პორტის მშენებლობის დასასრულებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S