
მედია: კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია
02/11/2023 08:31:01 სამართალი
თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე „ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია, – იუწყება ტელეკომპანია "იმედი".
მისი ცნობით, გაქცევის შემდეგ 18 წელს მიუღწეველი პატიმარი საკუთარ სახლში წავიდა, სადაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს.
ცნობისთვის: 1 ნოემბერს თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევებზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა.