
საბერძნეთში ბინის ძარცვის ბრალდებით ორი ქართველი დააკავეს
02/11/2023 09:25:53 სამართალი
საბერძნეთში ბინის გაძარცვის ბრალდებით ორი ქართველი კაცი დააკავეს.
ბერძნული მედიის ცნობით, მძარცველები ბინაში მაშინ შეიჭრნენ, როცა მეპატრონეებს ეძინათ. მათ საცხოვრებელში შესვლა აივნიდან შეძლეს.
ქართველებმა ბინიდან ჩანთები, პასპორტები და სხვა პირადი ნივთები მოიპარეს.
სამართალდამცველებმა დამნაშავეები კორპუსის დატოვებისას შენიშნეს და ადგილზევე დააკავეს.
მათი ჩხრეკისას პოლიციელებმა დანა, სახრახნისი და მოპარული ნივთები ამოიღეს.