
ელენე ხოშტარიამ საკრებულოში, დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტთან დაფა ჩამოხსნა
16/12/2019 10:00:54 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საკრებულოში, დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტთან დაფა ჩამოხსნა.
მან ერეკლე კუხიანიძის რეგალიების დაფის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც თანამდებობა გადახაზულია და მიწერია "ღორი", "ნაძირალა".
ელენე ხოშტარია წერს, რომ საკრებულოს თავმჯდომარისგან ვერ მიიღო პასუხი, "როდის გააგდებენ" კუხიანიძეს, ამიტომ დეპუტატის კარებთან არსებული დაფა მოხსნა და წარწერები გააკეთა.
მას შემდეგ, რაც ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" წევრები სოციალური ქსელის მეშვეობით ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას შეუდგნენ. მაგალითად, თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ერეკლე კუხიანიძე "ფეისბუქში" ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის ოჯახს აგინებს.