 
                        18 დეკემბერს ღამის საათებში ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
16/12/2019 10:38:54 სხვა, რეგიონები, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითრაბისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, 2019 წლის 17 დეკემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, დაგეგმილი იყო  საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 255-ე კმ-ზე, ბეტონის დამგები მექანიზმის მდ. ჭიშურაზე არსებული ხიდიდან ბაღდათის კვანძზე გადატანა. თუმცა,  გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო, კომპანიამ ვერ უზრუნველყო აღნიშნული სამუშაოების ჩატარება. რის გამოც, სამუშაოები ჩატარდება 2019 წლის 18 დეკემბრის  00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე. 
დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის და ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზების და ბაშის სატრანსპორტო კვანძის გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.



 
                     
         
                 
		        		 
		        		 
		        		