Accentnews.ge
იუსტიციის მინისტრი: გაქცეული პატიმრები თბილისთან ახლოს დააკავეს, მათ დამატებით 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

იუსტიციის მინისტრი: გაქცეული პატიმრები თბილისთან ახლოს დააკავეს, მათ დამატებით 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

02/11/2023 13:19:58 პოლიტიკა, სამართალი

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კლინიკა "ავერსიდან" გაქცეული სამი პატიმრის დაკავების გარემოებებზე ისაუბარა.

მისი თქმით, სამივე პატიმარი სრულწლოვანია. ისინი სასჯელაღსრულების ერთსა და იმავე დაწესებულებაში იხდიდნენ სასჯელს. სამივე მათგანი თბილისთან ახლოს, ერთ-ერთ რეგიონში დააკავეს „ერთმანეთთან ძალიან ახლოს“ და არა ბინაში.

რაც შეეხება გაქცევას, იუსტიციის მინისტრის განცხადებით „ეს ადამიანები გაიქცნენ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან“. გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე მინისტრმა სხვა დეტალებზე საუბარი არ ისურვა, მათ შორის არც იმაზე პატიმრები გაიქცნენ კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევების შემდეეგ თუ კლინიკაში შეყვანამდე.

რატი ბრეგაძემ ასევე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ისაუბრა ადგილზე მყოფი ბადრაგის რაოდენობაზე, მან მხოლოდ გაიმეორა საბადრაგო სამსახურის ერთი დაკავებული თანამშრომლის შესახებ.

მისი თქმით, გაქცეული პატიმრები სასჯელს იხდიდნენ „გარკვეულ დანაშაულზე“, ისინი ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან და მომხდარის შემდეგ დამატებით 6- დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, რაზეც უკვე სასამართლო იმსჯელებს.

იუსტიციის მინისტრის თქმით, პირველადი საგამოძიების დასრულების შემდეგ დამატებითი ინფორმაცია გახდება ცნობილი.

რაც შეეხება კლინიკაში პატიმრების გაყვანის საჭიროებას, რატი ბრეგაძის სიტყვებით „პატიმრების სამედიცინო დაწესებულებში გაყვნა ხორციელდება რეგულარულ რეჟიმში, როდესაც დადგება ამის საჭიროება. ბევრი პატიმარი გადაგვყავს კლინიკაში, ეს აპრობირებული პრაქტიკაა როცა ციხის საავადმყოფოში არ არის ადგილი ან საჭიროა დამაკვევთი კვევა“.

რატი ბრეგაძის განცხადებით, გამოძიება დაადგენს ასევე, პატიმრების გაქცევა წინასწარ იყო დაგეგმილი, სპონტანური იყო თუ წაქეზებული.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება თანამშრომლების მიმართ... შეიძლება გამოიკვეთოს სხვა პირების პასუხისგებლობა თუ გამოვლინდება ხელშემწყობი პირების პასუხისმგებლობა, მათ მიმართაც დადგება პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რომლის დაქვემდებარებაშიცაა პენიტენციური სამსახური.

1 ნოემბერს დაახლოებით 13:00 საათზე კლინიკა "ავერსიდან", რომელიც თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს, კვლევების ჩასატარებლად მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. კლინიკიდან 1 ნოემბერს გაქცეული სამი პატიმრის საქმეზე დაკავებულია ის ბადრაგიც, რომელსაც მათი მეთვალყურეობა ევალებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S