
"იმედი გვაქვს, ოპოზიციისა და ხელისუფლების მორიგ შეხვედრაზე გარკვეულ წარმატებას მივაღწევთ"
16/12/2019 11:42:42 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში გერმანიის ელჩი ჰურბერტ ქნირში იმედოვნებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიცია და ხელისუფლება მომდევნო შეხვედრაზე გარკვეულ პროგრესს მიაღწევენ.
„დიალოგი არ ჩავარდნილა, რადგან ის გრძელდება. ჩვენ სავარაუდოდ, დღესასწაულებზე შეგვისვენებთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ იქამდე გარკვეულ წარმატებას მივაღწევთ. საერთაშორისო თანამეგობრობა მუშაობს, რომ განაგრძოს შუამავლობა და მხარეებიც განიხილავს ყველა წინადადებას“,- განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უკვე სამი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მორიგი შეხვედრა 20 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი.