
ეკა ბესელიამ ახალი პოლიტიკური პარტია - „სამართლიანობისთვის" შექმნა
27/05/2019 08:12:44 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საპარლლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ ახალი პოლიტიკური პარტია შექმნა. პარტიას სახელწოდებაა „სამართლიანობისთვის".
როგორც ეკა ბესელიამ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, სამართლიანობა იყო 2012 წელს მთავარი გამაერთიანებელი იდეა, რომელიც დღესაც ბოლომდეა მისაყვანი.
პარტიის ყრილობა ივნისის თვეში გაიმართება. პარტიის ლიდერები საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრები – ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და გედევან ფოფხაძე იქნებიან.