
სომხეთი: აზერბაიჯანმა საზღვრიდან ჯარები გაიყვანა
03/11/2023 08:32:47 კავკასია
სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილემ ჰაკობ არშაკიანმა განაცხადა, რომ ამჟამად ქვეყნის საზღვრებთან აზერბაიჯანული ჯარების კონცენტრაცია არ შეინიშნება. ამის შესახებ არშაკიანმა ჟურნალისტებთან ლემკინის ინსტიტუტის პროგნოზის კომენტირებისას ისაუბრა. ერთი დღით ადრე ეს ორგანიზაცია გამოვიდა გაფრთხილებით აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე შესაძლო თავდასხმის შესახებ „უახლოეს დღეებში და კვირებში“ სიუნიქის რეგიონის [ამ რეგიონზე გადის გზა, რომელიც აზერბაიჯანს მის ავტონომიურ ოლ ნახჭევანთან აკავშირებს]აღების მიზნით.
„ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის სომხეთის საზღვრებთან ჯარების კონცენტრაცია არ შეინიშნება. არის თუ არა საფრთხე? უნდა აღინიშნოს გარკვეული პოზიტიური მოვლენები რიტორიკაში ცვლილებების კუთხით, ასევე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანოების მიერ რეზოლუციების მიღება, პარლამენტების, მთავრობების და სხვადასხვა ორგანიზაციების განცხადებები, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ არ დადგება“, - განაცხადა არშაკიანმა.
ოქტომბრის ბოლოს თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები გამართეს, მათ შორის, სომხეთის საზღვართან. საწვლების ხასიათი სცენარის მიხედვით, შეტევითი იყო.
ცნპბილია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ამ კვირაში გაემგზავრება სომხეთსა და აზერბაიჯანში, რათა დაეხმაროს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.
ბერბოკის სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის მიზნად, რომელიც პარასკევს იწყება, სახელდება „ყოვლისმომცველი მშვიდობიანი გადაწყვეტა, რათა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ თავიანთ სახელმწიფო საზღვრებში“.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ იმედოვნებს აზერბაიჯანთან ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საფუძველზე სამშვიდობო შეთანხმების უახლოეს თვეებში დადებას და ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას.