Accentnews.ge
„იაპონჩიკის“ და „დედ ჰასანის“ მკვლელობებთან შესაძლოა, კადიროველებს ჰქონდეთ კავშირი

„იაპონჩიკის“ და „დედ ჰასანის“ მკვლელობებთან შესაძლოა, კადიროველებს ჰქონდეთ კავშირი

16/12/2019 12:24:22 სხვა, სამართალი

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ძალოვან სტრუქტურებს შესაძლოა, კავშირი ჰქონდეთ 2009 წელს მოსკოვში „კანონიერ ქურდ“ ვიაჩესლავ ივანკოვის (იგივე „იაპონჩიკი“) მკვლელობასთან. ამის მიზეზი ივანკოვის მიერ ჩეჩნურ ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან ბრძოლის გამო შურისძიება შეიძლებოდა, გამხდარიყო, – იუწყება რუსული გამოცემა "Версия.инфо".  

მისივე ცნობით, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე კრიმინალურ სამყაროში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, კერძოდ სათავეში სწორედ ჩეჩნური დაჯგუფებები მოექცნენ და „იაპონჩიკის“ ამოცანას (რომელიც, თავის მხრივ, „დიპლომატიის აგრესიული ხელოვნებით“ გამოირჩეოდა) მათთვის „ადგილის მიჩენა“ წარმოადგენდა. იმხანად ივანკოვი რუსეთის პრეზიდენტს ჰყავდა ახალშეწყალებული. 2000–იან წლებში ჩეჩნურ დაჯგუფებებთან კონფლიქტი შესაძლოა, ჩეჩნეთის ძალოვან სტრუქტურებთან – ე.წ. კადიროველებთან დაპირისპირებაში გადაზრდილიყო, – წერს "Версия.инфо".

მისივე მონაცემებით, ივანკოვის გარჯითა და ქართული ორგანიზებული დაჯგუფებების დახმარებით „ხელისუფლება“ შეიცვალა და დროებით მოწინავე პოზიციები სლავურმა ბანდებმა დაიკავეს, რომელთა შორის ზოგიერთმა არც ნაციონალიზმის, არც სისასტიკის მხრივ იცოდა ზღვარი. გამორიცხული არ არის, სწორედ მათგან დაზარალებულიყვნენ როგორც 1990–იანი წლების კრიმინალურ სამყაროსთან, ისე 2000–იანი წლების ჩეჩნურ ძალოვან უწყებებთან დაკავშირებული ადამიანები.

ოდნავ მოგვიანებით დაიწყო „გადანაწილება“ უკვე მათსა და ქართულ კლანებს შორის, რომელთაც ასლან უსოიანი (იგივე „დედ ჰასანი“) და მისი მეგობარი ივანკოვი ედგნენ სათავეში.

„თუ „იაპონჩიკის“ მკვლელობა ცივსისხლიანი შურისძიება იყო, 2013 წელს „დედ ჰასანის“ ლიკვიდაცია კარგად გათვლილ და დაგეგმილ სვლად გამოყურებოდა, რომელიც ჩეჩნურ დაჯგუფებებს „თამაშში“ დაბრუნების შესაძლებლობას მისცემდა", – დასძენს – "Версия.инфо".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S