Accentnews.ge
სამეგრელო–ზემო სვანეთის პროკურატურას მოქალაქის მანქანის მიტაცებაში ადანაშაულებენ

სამეგრელო–ზემო სვანეთის პროკურატურას მოქალაქის მანქანის მიტაცებაში ადანაშაულებენ

16/12/2019 12:43:37 სხვა, სამართალი

სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას მოქალაქის მანქანის მიტაცებაში ადანაშაულებენ.

ადვოკატ ზაურ კინტირაიას განცხადებით, ერთ-ერთ მოქალაქეს ავტომობილი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოართვეს. მისივე თქმით, ჩატარებულია საგამოძიებო სამუშაოები, ექსპერტიზა და დადგენილია, რომ ავტომობილი კანონდარღვევით არ არის შეძენილი და მეპატრონეს არც დანაშაული აქვს ჩადენილი, თუმცა პროკურატურა მეპატრონეს კუთვნილ ავტომობილს ამ დრომდე არ უბრუნებს.

"დარღვეულია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი ნაწილი და ასევე, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი. ვაპირებთ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას"- აცხადებს ადვოკატი ზაურ კინტირაია. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S