Accentnews.ge
"ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ სამართლებრივი პროცედურების ახლა დაწყება კითხვებს აჩენს"

"ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ სამართლებრივი პროცედურების ახლა დაწყება კითხვებს აჩენს"

16/12/2019 12:55:21 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

დეპუტატ თამარ ხულორდავას განცხადებით, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ სამართლებრივი პროცედურების ახლა დაწყება გარკვეულ კითხვებს აჩენს.

"მართლმსაჯულებამ კითხვები არ უნდა გააჩინოს. ბატონი არჩილ თალაკვაძის კომენტარი მოვისმინე, სადაც ის ამბობდა, რომ როცა კითხვები არსებობს, მას პასუხები უნდა გაეცეს. მე ამ პათოსს სრულად ვიზიარებ, მაგრამ კითხვები როცა გაჩნდება, მაშინვე უნდა გაეცეს მას პასუხები. და ეს პროცესები, რომელიც თითქოს ჩანს, რომ გაჭიანურებულია, მაშინვე არ ხდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღება, ეს სრულიად მიუღებელია. ასეთი შთაბეჭდილება რჩება, მე არ ვამბობ, რომ ეს ასეა. მართლმსაჯულება ისეთი რაღაც არის, შთაბეჭდილებაც არ უნდა შეიქმნას იმის, რომ ის რაღაც სხვა მიზანს ემსახურება გარდა იმისა, რომ სამართალი აღსრულდეს“,- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ცნობისთვის: „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დღეს დაიკითხება.

"გამოძიებას გააჩნია კითხვები, გიორგი ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით", — აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის ცნობით, გიგა ბოკერიამ უარი თქვა პროკურატურაში მისვლაზე და იგი სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხება. 

უშიშროების საბჭოს მიერ "დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე" გიგა ბოკერია პროკურატურას მოწმის სახით 2014 წლის აპრილშიც ჰყავდა დაბარებული. 

"საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს“, - წერდა პროკურატურა 2014 წლის 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში და აღნიშნავდა, რომ საქმეს საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S