Accentnews.ge
კადიროვის კრიტიკოსმა, მრავაწლიანი ბრძოლის შემდეგ, გერმანიაში თავშესაფარი მიიღო

კადიროვის კრიტიკოსმა, მრავაწლიანი ბრძოლის შემდეგ, გერმანიაში თავშესაფარი მიიღო

03/11/2023 11:55:10 კავკასია

გერმანიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის კრიტიკოსს და ოპოზიციონერი ბლოგერის ტუმსო აბდურახმანოვის ძმას – მოჰამედ აბდურახმანოვს. ამის შესახებ მოჰამედმა თავად ისაუბრა თავის YouTube–არხზე.

2023 წლის აგვისტოს ბოლოს მიუნხენის უმაღლესმა რეგიონალურმა სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა ვალიდ დადაკაევს გერმანიაში მოჰამედ აბდურახმანოვის მკვლელობის მცდელობის ორგანიზებისთვის.

თავდასხმა მომზადდა რამზან კადიროვის "ინფორმირებით, თანხმობით და ინტერესებიდან გამომდინარე", განაცხადა მოსამართლე კრისტოფ ვისნერმა, რომელიც ხელმძღვანელობდა სასამართლო პროცესს.

ძმის – ტუმსოს მსგავსად, მოჰამედიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა ჩეჩნეთის ტერიტორია ჯერ კიდევ 2015 წელს. ის რამდენიმე წელი იბრძოდა გერმანიაში თავშესაფრისთვის. მოთხოვნა ორჯერ იქნა უარყოფილი.

2021 წელს მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურმა სამსახურმა (BAMF), სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაიწყო მოჰამედ აბდურახმანოვისა და მისი ოჯახის თავშესაფრის განაცხადის განმეორებითი გადახედვა. მაგრამ მას შემდეგ რაც გაირკვა მისი მკვლელობის გეგმების შესახებ და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, განხილვა საქმის ირგვლივ განაჩენის გამოცხადებამდე გადაიდო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S