Accentnews.ge
ზელენსკის ადმინისტრაციამ სომხეთთან ურთიერთობებში "ახალი კონტექსტის" შესახებ განაცხადა

ზელენსკის ადმინისტრაციამ სომხეთთან ურთიერთობებში "ახალი კონტექსტის" შესახებ განაცხადა

03/11/2023 12:56:41 კავკასია

ერევანსა და კიევს შორის ურთიერთობებში „ახალ კონტექსტზე“ საუბრობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი მალტაში სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანთან შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ მალტაში გაიმართა უკრაინაში მშვიდობის დამყარებისადმი მიძღვნილი მესამე ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 65 ქვეყნის წარმომადგენელმა, მათ შორის პირველად, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა. სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს შორის, ერმაკი ასევე შეხვდა გრიგორიანს და, როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურში აღნიშნეს, ხაზი გაუსვა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი შეხვედრის მნიშვნელობას სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გრანადაში გამართულ ღონისძიებაზე. ასევე ხაზი გაესვა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის – ანა ჰაკობიანის ვიზიტს კიევში, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შემდეგ პირველად ჩაიტანა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელი ბავშვებისთვის.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დაადასტურა უკრაინული მხარის მზაობა სომხეთთან თანამშრომლობის გაღრმავების, კერძოდ, ევროინტეგრაციის საკითხებში.

ანდრეი ერმაკმა არმენ გრიგორიანს შეატყობინა ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის საწინააღმდეგო მოქმედება. ასევე გაიმართა აზრთა გაცვლა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით. განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთქმედება ზოგადად ენერგეტიკის სექტორში.

თავად სომხურ მხარეს დეტალებზე საჯაროდ არ უსაუბრია.

სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერევანმა ღიად დაიწყოპ "სტრატეგიული პარტნიორის" კრიტიკა აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ეს განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროს ეხება. სომხეთის პრემიერმა შეცდომა უწოდა უსაფრთხოების კუთხით მხოლოდ ერთ ქვეყანაზე "ჩამოკიდებას", თქვა, რომ უსაფრთხოების სისტემებმა, რომელთაც სომხეთი ეყრდნობოდა, არ იმუშავა და სომხეთი ეძებს ახალ გზებს.

ცოტა ხნის წინ ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების ახლო მომავალში მიღწევისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე, პარალელურად თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ისახავს მიზნად. ამ კვირაში სომხეთსა და აზერბაიჯანს ურთიერთობების ნორმალიზაციის ხელშეწყობის მიზნით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S