Accentnews.ge
რომან კაკულია ეჭვობს, რომ ხელისუფლება ბოკერიას თემას მისთვის სასურველ დროს ააქტიურებს

რომან კაკულია ეჭვობს, რომ ხელისუფლება ბოკერიას თემას მისთვის სასურველ დროს ააქტიურებს

16/12/2019 14:28:42 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულია ეჭვობს, რომ ხელისუფლება ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თემას მისთვის სასურველ დროს ააქტიურებს.

რომან კაკულიას თქმით, ბოკერიას დაუსჯელობის გამო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მხარდამჭერების ნახევარი დაკარგა.

„მხარდამჭერების ნახევარი დაკარგა სწორედ იმიტომ, რომ ბოკერიას და მსგავსი ადამიანების მიმართ არ დააყენა გარკვეული ტიპის ზეწოლითი შედეგი იმ დროსაც კი, როცა არავინ მოიკითხავდა, სამართლიანი იყო თუ არა ეს მტკიცებულებები. ეს რომ არ გააკეთა, მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ხელისუფლების თვითმიზანი კი არ არის ეს, არამედ არსებობს მოცემულობები, რომელმაც ეს საკითხი დააყენა”, – განაცხადა კაკულიამ.

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ბოკერია ს დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიმდინარეობს. 

"გამოძიებას გააჩნია კითხვები, გიორგი ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით", — აცხადებენ პროკურატურაში.

თავად ბოკერია დაკითხვაზე დაბარებას მის მიმართ პოლიტიკურ დევნად აფასებს: 

"ივანიშვილი, ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი კლოუნების ბანდა, პოლიტიკურ აგონიაშია. ჩემი შემთხვევა არ არის არც პირველი და არც მეორე, ზოგადად ამ კურსს დაადგა და მიაჩნია, რომ ამ მეთოდებით შეძლებს და ჩაახშობს იმ ბრაზს და აღშფოთებას, რომელიც აქვს არა ცალკეულ პერსონებს და პარტიებს, არამედ საზოგადოებას ან მის უდიდეს ნაწილს. ეს არის სიბრიყვე, ჩვენ ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ, ზოგადად, აქ ჩემს პერსონალიაზე არც არის ლაპარაკი. რაც უფრო მეტ უტიფრობას ჩაიდენს და ასლანის გზას დაადგება, მით უფრო მძიმე იქნება მისი პოლიტიკური ფინალი, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ამოცანა, ჩვენი ამოცანაა, გონს მოეგოს და ეს შეურაცხყოფა უკან წაიღოს, რაც ხალხს მიაყენა, თუ ვერ მოეგება გონს, მაგ სცენარისთვისაც მზად ვართ".

უშიშროების საბჭოს მიერ "დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე" გიგა ბოკერია პროკურატურას მოწმის სახით 2014 წლის აპრილშიც ჰყავდა დაბარებული. 

"საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს“, - წერდა პროკურატურა 2014 წლის 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში და აღნიშნავდა, რომ საქმეს საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S