Accentnews.ge
 გიგა ბოკერიას გამოკითხვა დასრულდა: "ვერაფერი ახალი ვერ გავიგე"

გიგა ბოკერიას გამოკითხვა დასრულდა: "ვერაფერი ახალი ვერ გავიგე"

16/12/2019 15:02:57 სხვა, სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ევროპული საქართველოს" დეპუტატის გიგა ბოკერიას გამოკითხვა დასრულდა. დეპუტატმა ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.

"მე ვერაფერი ახალი ვერ გავიგე ამ გამოკითხვის პროცესიდან, ფორმალური ვალდებულებაა, გრიფი ადევს და დეტალებზე არ ისაუბროვო, მაგრამ არაფერი ისეთი იქ არ თქმულა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ, რომ გრიფი საიდუმლო შეიძლება, ჰქონდეს. თუ რამე არის სენსიტიური იმ საქმიანობიდან, რასაც უშიშროების საბჭო ეწეოდა ჩემი მდივნობის დრო, იმაზე ივანიშვილის წარმომადგენლებს ჩემგან ინფორმაცია არ ექნებათ იმაზე მეტი, რაც დოკუმენტებშია, ამიტომ, არაფერი არ იყო აქ გასასაიდუმლოებელი, რაზეც შიგნით იყო საუბარი. რეალურად, მთავარი გარემოება, რაც "შეიცვალა", არის, რომ მაშინ სხვა პოლიტიკურ ოპონენტებზე ჩათვალეს, რომ უფრო მნიშვნელოვანი იყო ფოკუსირება. ახლა არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, ივანიშვილის, ამ სამარცხვინო ლიდერის და მისი კლოუნების რეჟიმის, ამიტომ, უფრო ფართოდ გაშალეს ფრთები და მე არც პირველი ვარ, არც მეორე, არც მესამე ამ დევნის", - განაცხადა ბოკერიამ. 

"გამოძიებას გააჩნია კითხვები, გიორგი ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით", — აცხადებენ პროკურატურაში.

უშიშროების საბჭოს მიერ "დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე" გიგა ბოკერია პროკურატურას მოწმის სახით 2014 წლის აპრილშიც ჰყავდა დაბარებული. 

"საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს“, - წერდა პროკურატურა 2014 წლის 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში და აღნიშნავდა, რომ საქმეს საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული."


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S