Accentnews.ge
სუს–ი: "96 წლის მამაკაცი ახლაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა არ დაუკავებიათ"

სუს–ი: "96 წლის მამაკაცი ახლაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა არ დაუკავებიათ"

16/12/2019 15:15:19 კონფლიქტები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი 96 წლის გორა ღარიბაშვილი ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა მისი უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდება.

„ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა მისი უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდება“,- აცხადებენ სუს–ში.

დღეს შუადღით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 96 წლის გორა ღარიბაშვილიოკუპანტებმა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ოკუპირებულ სოფელ წუნევში მდებარე სასაფლაოზე მისვლას ცდილობდა. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S