
ირმა ნადირაშვილი პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე მისვლაზე უარს აცხადებს
16/12/2019 15:42:19 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ირმა ნადირაშვილი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მისვლაზე უარს აცხადებს.
საქმე 12 დეკემბერს პარლამენტში მომხდარ ინციდენტს ეხება.
"მე ვუთხარი, რომ საერთოდ არ განვიხილავდი გამოკითხვაზე მისვლის საკითხს და ვთხოვე, ამ თემაზე აღარ დაერეკათ. ამის შემდეგ რა იქნება გამოძიების ნაბიჯები, არ ვიცი. არც ის ვიცი, მომივა თუ არა უწყება მაგისტრატი მოსამართლისგან, მაგრამ მე ვიცი ერთი რამ დაზუსტებით – სერიოზულად ამ საქმეს ვერ შევხედავ. ეს ფეკალიების საქმეა და ფეკალიებს რაც უფრო გაქექავ, უფრო სუნი დგება“,- განაცხადა დეპუტატმა.
პარლამენტის სხდომაზე ნივთიერების დაღვრის საქმეზე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დეპუტატები კობა ლურსმანაშვილი და ენძელა მაჭავარიანი დღეს გამოიკითხნენ.