Accentnews.ge
შსს–მ გორის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

შსს–მ გორის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

05/11/2023 12:05:26 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის: ,,ტვ მონიტორინგის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გორის ერთ-ერთ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობა მოხდა. მისი ცნობით, ბენეფიციარები დაწესებულების თანამშრომლებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, ასევე, დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S