Accentnews.ge
ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას 19 დეკემბრისთვის აანონსებს

ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას 19 დეკემბრისთვის აანონსებს

16/12/2019 16:00:16 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას 19 დეკემბრისთვის აანონსებს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"ამ კვირას ჩანიშნულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომები და ჩვენ ხუთშაბათს ვაპირებთ მოვაწყოთ პიკეტი და არ მივცეთ შესაძლებლობა მზაკვრული საქმეების კეთების. შაბათს და კვირას ჩატარდება მანიფესტაციები ზუგდიდსა და ბათუმში. ეს არის ოპოზიციის გეგმა ამ კვირაში", - განაცხადა უგულავამ.



ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S