
საფეხბურთო კლუბი „საბურთალო" გაქურდეს
06/11/2023 08:38:51 სამართალი
თბილისში საფეხბურთო კლუბი „საბურთალო” გაქურდეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
"კლუბიდან წაიღეს ბუცები, ფორმები და გეტრები. სავარჯიშო და სათამაშო ეკიპირებასთან ერთად სტადიონის გასახდელიდან ძვირადღირებული მოწყობილობებიც არის მოპარული", – იუწყება „მთავარი არხი".