
კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს
06/11/2023 09:00:08 სამართალი
სამართალდამცავებმა კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე კიდევ ერთი ბადრაგი დააკავეს.
დაკავებული ბადრაგის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მოსამართლე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
ცნობისთვის: „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი 1 ნოემბერს გაიქცა. ისინი მეორე დღესვე დააკავეს. მსჯავრდებულების გაქცევის საქმეზე დაკავებულია ასევე საბადრაგო ჯგუფის უფროსი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. გუშინ ამავე საქმეზე შეუტყობინებლობისთვის ერთ-ერთი პატიმრის ძმა დააკავეს.