
ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან 2011 წელს დაბადებული გოგო მოიტაცეს და მასზე სექსუალურად იძალადეს
06/11/2023 09:14:11 სამართალი
ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს და მასზე სექსუალურად იძალადეს.
არსებული ინფორმაციით, გოგო 2011 წელს არის დაბადებული. მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკის მიუღწევლის სხეულში.