
პეკინის ქუჩაზე მაღაზია „აიპლიუსი“ გაქურდეს
17/12/2019 06:20:57 სხვა, სამართალი
თბილისში, პეკინის ქუჩაზე მაღაზია „აიპლიუსი“ გაქურდეს. როგორც მაღაზიაში აცხადებენ, დაახლოებით ღამის ოთხ საათზე ვიტრინა გატეხეს და რამდენიმე ტელეფონი გაიტაცეს. ზარალი სავარაუდოდ 15 000 ლარია.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. სამართალდამცველები სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ამოწმებენ.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
მაღაზია „აიპლიუსი“ წარსულში რამდენჯერმე გაქურდეს.