Accentnews.ge
კადიროვის მოზარდ შვილს კიდევ ერთი ჯილდო მისცეს დაუცველი პატიმრის ცემის შემდეგ

კადიროვის მოზარდ შვილს კიდევ ერთი ჯილდო მისცეს დაუცველი პატიმრის ცემის შემდეგ

06/11/2023 10:00:31 კავკასია

ყარაჩაი-ჩერქეზეთის მუფთმა ისმაილ-ჰაჯი ბერდიევმა ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის ვაჟს, 15 წლის ადამს, „უმამის წინაშე დამსახურებისთვის" დააჯილდოვა. ცერემონია გაიმართა კადიროვისა და ჩეჩნეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ადამ დელიმხანოვის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელ რაშიდ თემრეზოვთან ვიზიტის დროს.

თავად თემრეზოვმა კადიროვ–უმცროსს გადასცა რეგიონის უმაღლესი ჯილდო - ყარაჩაი-ჩერქეზეთის ღირსების ორდენი.

„მჯერა, რომ გლობალური გამოწვევების, არამეგობრული ქვეყნების მცდელობების ფონზე, გამოიყენონ გარე და შიდა საკითხები ჩვენი საზოგადოების დასუსტებისა და გახლეჩვისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ერთობა ჩვენს საყვარელ სამშობლოში - რუსეთში, გავაძლიეროთ რეგიონთაშორისი კავშირები, დავიცვათ ტრადიციული ფასეულობები“, - წერს თემრეზოვი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ორმა რესპუბლიკამ - ადიღემ და ყაბარდო-ბალყარეთმა - უარი თქვეს კადიროვის ვაჟის – ადამის დაჯილდოებაზე. ამის შესახებ გამოცემა „ვიორსტკა“ ამ რეგიონების ხელისუფლებებთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

წყაროების ცნობით, ჩეჩნეთის ხელმძღვანელობამ მიმართა ამ და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკების ადმინისტრაციებს კადიროვის მოზარდი ვაჟის „მხარდაჭერის“ მოთხოვნით.

გამოცემის წყაროების მიხედვით, უკიდურეს შემთხვევაში, ადიღეის ხელმძღვანელს მურატ კუმპილოვს ურჩევნია „ჩამოშორდეს“ ჩეჩნეთთან ძალიან მჭიდრო კავშირს, კერძოდ, ადამ კადიროვის მიერ იზოლატორში დაუცველი პატიმრის ნიკიტა ჟურაველის ცემის ამბავს, რომელიც დააკავეს ყურანის დაწვისთვის.

ისინი ამტკიცებენ, რომ კადიროვის მხარდაჭერა შეიძლება, „ორაზროვნად შეფასდეს“ ფედერალურ ცენტრში, რომელსაც არ გაუკეთებია მკაფიო შეფასება მომხდარის შესახებ.

25 სექტემბერს კადიროვის ტელეგრამ–არხზე გამოჩნდა "პოსტი" ვიდეოს თანხლებით, რომელზეც ჩანს, როგორ სცემს მისი შვილი ადამი დაუცველ პატიმარს – ნიკიტა ჟურაველს, რომელიც დააკავეს ვოლგოგრადში ყურანის დაწვისთვის. საქმე გამოძიებისთვის კანონსაწინააღმდეგოდ გადავიდა ჩეჩნეთში, თავად დაკავებული გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. სწორედ იქ განხორციელდა მასზე ძალადობა.

ოქტომბრის დასაწყისში რამზან კადიროვმა საკუთარი მოზარდი ვაჟი ჩეჩნეთის უმაღლესი წოდებით, „ჩეჩნეთის გმირი“ დააჯილდოვა. მოგვიანებით, კადიროვ–უმცროსი დაჯილდოვდა თათარსტანის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ორდენით "დუშლიკი" - "ეთნიკურ და რელიგიათა შორის მშვიდობისა და ჰარმონიის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის", ასევე ყარაჩაი-ჩერქეზეთის უმაღლესი ორდენი "რესპუბლიკის მსახურებისთვის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S