
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი თურქეთის პრეზიდენტის მუქარას ეხმიანება
17/12/2019 06:31:52 სხვა, მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი ინჯირლიკის ავიაბაზის დახურვის თაობაზე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდორანის მუქარას ეხმიანება და აცხადებს, რომ საკითხზე კონსულტაციებს თუქ კოლეგასთან გამართავს.
“მჭირდება ჩემს თურქ კოლეგასთან შეხვედრა იმის გასაგებად, თუ რას გულისხმობენ და რამდენად სერიოზულია მათი განცხადება", – განაცხადა ესპერმა.
ცნობისთვის: ერდოღანი აშშ–ს ინჯირლიკსა და ქიურეჯიკში ამერიკული სამხედრო ბაზების დახურვით ემუქრება.