ნებისმიერი სენის მსგავსად, პუტინიზმს თავისი სიმპტომებით (არნახული ქურდობით, ღალატით, სიცრუით, გულგრილობით, სიმხდალითა და უსამართლობით) სტადიები გააჩნია – ინფიცირებიდან განკურნებამდე. ამჟამად დაავადების ყველაზე მძიმე – მეოთხე სტადიაზე ვიმყოფებით. თუმცა დანამდვილებით შემიძლია, გითხრათ, რომ პაციენტი განკურნებადია. დაავადება აუცილებლად გაივლის.
მოდით, პაციენტის სამედიცინო ბარათი განვიხიულოთ: რუსეთი – სენის სიმძიმის სტადიების მიხედვით.
1 სტადია. ვ.ვ. პუტინის პირველი საპრეზიდენტო ვადა.
დაავადების პირველ სიმპტომებს წყალქვეშა ნავი “კურსკი” და “ნორდ-ოსტი” წარმოადგენდა. თუ თავიდან შეიძლებოდა, მოგჩვენებოდათ, რომ ქვეყნის სიმპტომატიკა შესაძლოა, შეცდომითი იყოს და მეტისმეტად გაზვიადებული იმხანად ჯერ კიდევ იშვიათი ოპოზიციის მიერ, “იგი ჩაიძირას” და «10-დოლარიანი პროსტიტუტკების» შემდეგ პაციენტის მდგომარეობის გაუარესება უკვე აშკარა გახდა.
პუტინიზმი განვითარების პროცესში ყოველმხრივ ცდილობდა, შენიღბულიყო, დამალულიყო და თავი ფანტომურ ტკივილად წარმოეჩინა. თუმცა წლიდან წლამდე, სენის პროგრესირების კვალდაკვალ ეს სულ უფრო მეტად უძნელდებოდა.
მე-2 სტადია. ვ.ვ. პუტინის მეორე ვადა.
თავად მეორე სტადიაზე გადასვლამ ცხადჰყო, რომ ეს დიდი ხნითაა. ბესლანი, დამოუკიდებელი მედიის განადგურება, სისხლიანი ჩეჩნური კამპანიის გაგრძელება, ანნა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა, კერძო ბიზნესების წართმევა. მეტასტაზების განვითარება კოოპერატივ “ოზეროდან” ამხანაგების სახით და მთელი რიგი სხვა სიმპტომები ნელა, მაგრამ უცილობლად ვითარდებოდა და წამლავდა ისედაც დაბეჩავებულ ქვეყანას. სენი ადვილად ედებოდა პრაქტიკულად უიმუნიტეტო პაციენტს.
ეს ცბიერი ქმნილება ოსტატურად იმალებოდა ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებული ზეშემოსავლების “უებარი წვეთოვანების” უკან. უნდა ვაღიარო, მან ეს დიდწილად მოახერხა. «შავი შაქარი» თითქოს აძლევდა სხეულს ესოდენ საჭირო ენერგიას - გლუკოზას. მავნეს მიმართ მიჩვევაზე ჯერ საუბარიც არ იყო. მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლიდა, რომ ახალგაზრდა და ეფექტური თერაპევტის წყალობით ქვეყანა მუხლიდან დგებოდა.
მე-3 სტადია. როქი.
ამ სტადიაზე გადასვლა ყველაზე მძიმე იყო. ამ მომენტისთვის ქვეყანამ იმუნიტეტი მოაგროვა და დასმულ დიაგნოზთან ბრძოლა დაიწყო. მრავალათასიანი აქციები ბოლოტნაიაზე და სახაროვზე სწორედ რომ ბრძოლა იყო სენთან, რომელიც ყველას უკვე დიდი ხანია, მობერზრდა. დიახ, დაავადებამ გაიმარჯვა და გაიმყარა კიდეც პოზიციები. სიცხემ იმატა. დაჭრილი იმუნიტეტი ციხეებში ჩაამწყვდიეს, ლაფსა და ორუელურ პროპაგანდაში ამოსვარეს. სენმა საკუთარი თავი შედარებით უსაფრთხო ყოფის რამდენიმე წლით უზრუნველჰყო.
მე-4 სტადია. მეტასტაზები.
სენის ამ სტადიად შეიძლება, ჩაითვალოს ვ.ვ. პუტინის მე-4 (ფაქტობრივად მე-5) საპრეზიდენტო ვადა. ჩვენ ვხედავთ პაციენტს, რომელსაც უკვე მთელი ორგანიზმი აქვს დასნებოვნებული: მედია, ხელოვნება, არჩევნები, ბიზნესი და, რაც მთავარია, მოქალაქეების ცნობიერება. სენის პროგრესირების 20 წლის განმავლობაში ადამიანები მას მიეჩვივნენ, გარკვეულწილად ადაპტირდნენ კიდეც, იმედი გადაეწურათ და დაავადებას უკვე გარდაუვალ რამედ აღიქვამენ.
იგივე 20 წლის განმავლობაში პუტინიზმი მნიშვნელოვნად ჩამორჩა პროგრესულ, თანამედროვე მსოფლიოს. მისთვის სულ უფრო რთულია, მიუხვდეს და ებრძოლოს ახალგაზრდებსა და გაბედულებს. იგივე დროის განმავლობაში იმუნიტეტი მომძლავრდა და ბრძოლა განაახლა. ამ სენის აგონია ახლა ნაგავსაყრელებში, ცეცხლში გახვეულ ტყეებში, სრულიად მშვიდობიანი მოქალაქეების ცემაში, “შეკერილ” სს საქმეებში, პაციენტის ორგანიზმამდე - ხელისუფლების დასნებოვნებულ ორგანოებამდე და არჩევნებამდე იმუნიტეტის – ოპოზიციის ტოტალურ არდაშვებაში გამოიხატება.
ეს, როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით სენის ყველაზე მძიმე სტადიაა. თუმცა არც ისაა მომაკვდინებელი. კიბოს მეოთხე სტადიითაც კი აგრძელებენ სიცოცხლეს. ყველაფერი მკურნალ ექიმზე და პაციენტის ნებისყოფაზეა დამოკიდებული, გამოჯანმრთელების რწმენაზე. ქვეყანას ჯერ კიდევ შეუძლია უკვე საკმაოდ გადაღრძოებული ვირუსისგან განკურნება. ჯერ კიდევ შეუძლია, გამოჯანმრთელდეს და დაიწყოს ბედნიერი ცხოვრება.
ეს აუცილებლად გაივლის.
პუტინიზმი – ეს უდავოდ, დროებითი მოვლენაა. არასასიამოვნო, მეტისმეტად გაწელილი, თუმცა დროებითი დიაგნოზი. სულ მალე XXI საუკუნის ამ სენს აღარაფერი შერჩება ახალგაზრდა, ენერგიულ რუსეთთან დასაპირისპირებლად. ჩვენ აუცილებლად განვიკურნებით, რათა დავიწყოთ ცხოვრება ახალი, ჩვენთვის უცნობი ქვეყნის მომძლავრებული ორგანიზმის ახალი, ჯანსაღი ცხოვრებით.