Accentnews.ge
ანა ბუჩუკური: ქალი პოლიტიკოსები განსაკუთრებული დარტყმის ობიექტები ხდებიან საქართველოში

ანა ბუჩუკური: ქალი პოლიტიკოსები განსაკუთრებული დარტყმის ობიექტები ხდებიან საქართველოში

06/11/2023 13:40:48 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატის ანა ბუჩუკურის განცხადებით, „ქალი პოლიტიკოსები საქართველოში განსაკუთრებული დარტყმის ობიექტები ხდებიან”.

მისივე შეფასებით, ეს ფაქტი ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობას ახალისებს.

„სამწუხაროდ, ქალი პოლიტიკოსები განსაკუთრებული ასე ვთქვათ, დარტყმის ობიექტები ხდებიან საქართველოშიც. ჩვენ, რაც საქართველოს პარლამენტში ვიხილეთ, არ იყო მხოლოდ, ვთქვათ თეონას [აქუბარდია] და ანას [წითლიძე] წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ან თეონას და ანას წინააღმდეგ განხორციელებული ვერბალური ძალადობა, არამედ, ეს იყო ყველა ქალი პოლიტიკოსის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ის, რაც ერთი მხრივ, ხელს უშლის ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას და პოლიტიკაში ახალი ქალების შემოყვანას. იმიტომ, რომ, როდესაც უყურებენ როგორი თავდასხმის ობიექტი ხდება ქალი პოლიტიკაში, ძლიერი ქალი, შემდგომ თავს იკავებენ. მეორე მხრივ, ეს ნულოვანი რეაგირება - მეორე დღეს როგორ გადაეფარნენ, ამ შემთხვევაში, ბერაიას - როდესაც ხელისუფლების მხრიდან რეაქცია ნულია, ეს არის ის, რაც საბოლოოდ, ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობას ახალისებს”,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ამავე თემაზე: "დებილი", "ბანძი", უსინდისო": სიტყვების არასრული ჩამონათვალი, რომლითაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ერთმანეთი შეამკეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S