Accentnews.ge
პრემიერი – ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე: მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მომხდარზე

პრემიერი – ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე: მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მომხდარზე

06/11/2023 16:06:42 კონფლიქტები, პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმიანება.

"გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი ფაქტი მოხდა - უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე. მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები.მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად", – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S