Accentnews.ge
მედია: კირბალთან მოკლული თამაზ გინტური გორის საკრებულოს წევრის ძმაა

მედია: კირბალთან მოკლული თამაზ გინტური გორის საკრებულოს წევრის ძმაა

06/11/2023 17:57:36 კონფლიქტები

რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური გორის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკოლოზ გინტურის ძმაა, – იუწყება "რადიო თავისუფლება".

კირბალში გორის მერიის წარმომადგენელმა დავით ცერცვაძემ "რადიო თავისუფლებას" უამბო 6 ნოემბერს განვითარებული მოვლენების შესახებ. მისი თქმით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი სოფლის სასაფლაოსთან იმყოფებოდნენ და შემდეგ ლომისის ეკლესიის ნიშთან სანთლის ასანთებად წავიდნენ, რასაც საოკუპაციო ძალების მიერ მათი დაკავების მცდელობა და სროლა მოჰყვა.

როგორც მან აღნიშნა, თამაზ გინტური ცეცხლსასროლი იარაღით მიღებული ჭრილობით დაიღუპა, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

არსებული ინფორმაციით, მოკლული გორში, ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული და ახლა ექსპერტიზა ტარდება.

გამოცემის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის შესასვლელი ამ წუთებში პოლიციას აქვს გადაკეტილი. მედიას სოფლის ცენტრსა და საოკუპაციო ხაზთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ. იქვე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. სოფელში შევიდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრები.

ამავე თემაზე: საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით დღეს ერგნეთში შეხვედრა ჩაინიშნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S