Accentnews.ge
ზალკალიანი – კონგრესმენების წერილზე: "ვაშინგტონამდე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის"

ზალკალიანი – კონგრესმენების წერილზე: "ვაშინგტონამდე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის"

17/12/2019 08:09:42 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

"საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ვაშინგტონამდე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის" - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ამერიკელი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

"ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების რეაგირება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, მათი რჩევები ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ფასეული, ბუნებრივია, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ვაშინგტონამდე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნიორებთან იყოს სწორი კომუნიკაცია, მათ მიეწოდოთ ადეკვატური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია.

ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორობა ამ განცხადებით არ კნინდება, პირიქით, ჩვენ გვაქვს მყარი მხარდაჭერა ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების, ისე აღმასრულებელ დონეზე, როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა ჩვენი თანამშრომლობა ვაშინგტონთან.

ჩვენ გვექნება მათთან შესაბამისი კომუნიკაცია, მიეწოდებათ ყველა ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან, მესმის, რომ ძალიან ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიდის ვაშინგტონამდე, ამიტომ აუცილებელია, მათ ჰქონდათ ზუსტი, ადეკვატური შეფასების საშუალება. ჩვენს ურთიერთობას ერთი წუთითაც არ მიადგება არანაირი ჩრდილი", - განაცხადა ზალკალიანმა. 

იხილეთ ასევე: კინზინგერი საქართველოს ხელისუფლებას ქართველი ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე ვალდებულებებს შეახსენებს


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S