Accentnews.ge
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება პალესტინასთან „დიპლომატიური ურთიერთობების" დამყარების პერსპექტივებს განიხილავს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება პალესტინასთან „დიპლომატიური ურთიერთობების" დამყარების პერსპექტივებს განიხილავს

07/11/2023 08:05:25 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონის – აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება პალესტინასთან „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივებს“ განიხილავს.

როგორც ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ დე ფაქტო უწყებასთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მიმდინარეობს დიალოგი რუსეთში პალესტინის სპეციალურ წარმომადგენელთან და პალესტინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან.

„მინისტრმა აღნიშნა, რომ დიალოგი, სხვა საკითხებთან ერთად, ეხება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივებს“, - ვკითხულობთ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამავე წყაროს მიხედვით, შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ირანთან, ავღანეთთან, იემენთან და ლიბანთან ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. არძინბას თქმით, შეიქმნება ორმხრივი აფხაზეთი-არაბთა გაერთიანებულ საამიროების ბიზნეს საბჭო. ასევე ისაუბრეს მინსკში აფხაზური „დელეგაციის“ ვიზიტის შედეგები.

არძინბამ თქვა, რომ ვიზიტი „ქართველი დიპლომატების მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად შედგა“ და რომ ბელარუსსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები „დაღმავალ ტრაექტორიაზეა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S