Accentnews.ge
თბილისი გინტურის მკვლელის გადმოცემას მოითხოვს

თბილისი გინტურის მკვლელის გადმოცემას მოითხოვს

07/11/2023 08:55:10 კონფლიქტები

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორობის ჩართულობით დადგება საკითხი, რომ პირი, რომელმაც საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე მოკლა, ცენტრალურ ხელისუფლებას გადმოეცეს.

“საკითხი ასე დადგება, რომ საქართველოს გადმოეცეს ის ადამიანი, ვინც მკვლელობა ჩაიდინა და რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გასამართლეს. ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით მოხდება. იმიტომ, რომ ჩვენ რუსეთთან არანაირი დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, შესაბამისად ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ მედიატორის ჩართულობით; იმ მხარის ჩართულობით, რომლის მედიაციითაც გაფორმდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ჩვენ სხვა ბერკეტი და ხაზი რუსეთთან ურთიერთობებში არ გვაქვს. ერთადერთი ეს არის ჟენევის ფორმატი და ის შეხვედრები, რომლებიც საოკუპაციო ხაზზე იმართება ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად”,- განაცხადა სამხარაძემ.

6 ნოემბრის საღამოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

ახლობლების ინფორმაციით, ისინი ლომისის ეკლესიაში სანთლების ასანთებად იყვნენ ასულები.

დღის ბოლოს ერგეთში გამართული შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენელმა თქვა, რომ ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადეს. თუმცა, თუ გვიან ღამით ცხინვალის ე.წ. ძალოვანი უწყების მიერ შემოთავაზებული ვერსიით ვიმსჯელებთ, მკვლელის პასუხისგებაში მიცემის განზრახვა არ არსებობს, რადგან მომხდარში თავად მშვიდობიანი მოქალაქეების დადანაშაულებას ცდილობენ.

კერძოდ, ამ ვერსიის მიხედვით, ოკუპანტების საპატრულო ეკიპაჟმა ე.წ. „საზღვრის“ დამრღვევები აღმოაჩინეს, რომლებიც „ნასვამ მდგომარეობაში“ იმყოფებოდნენ და დაკავებისას მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს:

„დაკავების მცდელობისას მათ მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საზღვრის დამრღვევებმა ნაჯახი გამოიყენეს. მოგვიანებით, მათ სცადეს ავტომობილით მესაზღვრეს შესჯახებოდნენ და შემდეგ საქართველოში გამგზავრებულიყვნენ. ამ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად, მესაზღვრეებმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს და მას შემდეგ რაც სამართალდამრღვევები კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ, ცეცხლი გაუხსნეს მათი ავტომობილის საბურავებს“.

მათივე ვერსიის მიხედვით, „საზღვრის“ ერთ-ერთი დამრღვევი მძიმედ დაიჭრა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით „საქართველოს ტერიტორიაზე“ გადაიყვანეს, მეორე კი - დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S